Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
მუნიციპალური პროგრამები
მუნიციპალური პროგრამები
2021-07-31

  მუნიციპალური პროგრამები


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ადმინისტრირებას უწევს 27 პროგრამას, რომლებიც მოიცავენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებს. პროგრამების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა, ასევე დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც სერვისების მიწოდების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით.


სოციალური პროგრამებიდან შშმ პირებისათვის გათვალისწინებული  ქვეპროგრამებია:


შშმ პირთა საკურორტო მომსახურება - გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას.  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

http://tbilisi.gov.ge/img/original/2018/7/3/shmm_pirta_sakurorto_momsaxureobis_qveprograma.pdf


სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება - რაც გულისხმობს 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული: 

http://tbilisi.gov.ge/img/original/2018/6/7/14.pdf


სოციალური ქვეპროგრამის სრულად ნახვისთვის ეწვიეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ ბმულს: http://tbilisi.gov.ge/page/3216


მერიის ჯანდაცვის პროგრამების დეტალურად ნახვისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://tbilisi.gov.ge/page/3215


რაც შეეხება რეგიონებს, ყველა რაიონი  სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამებით მუშაობს და ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. იხილეთ ბმული:   http://nala.ge/member-municipalities


თვითმმართველი ქალაქების პროგრამები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://nala.ge/self-governing-cities


მაგალითად, ქ. ბათუმის მერიის პროგრამები ბათუმის მოქალაქეებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://batumi.ge/ge/?page=show&sec=29