Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
პროგრამა "7 პლუსი" - სპეციალისტების გადამზადება
პროგრამა "7 პლუსი" - სპეციალისტების გადამზადება
2021-04-06

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროგრამა „7 პლუსს“ დაუნის სინდრომის მქონე 7 წლის ზევით ბავშვებისა და მოზარდებისთვის,  პროგრამა ემსახურება დ/ს პირების ფუნქციური უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხლშეწყობასა და პროეფსეულ ორიენტაციაში  დახმარებას.


ამ ეტაპზე, ასოციაცია აცხადებს სპეციალისტების მიღებას სამომავლოდ  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან ინსტრუქტორად/მენტორად მუშაობის მიზნით.


სპეციალისტებს შერჩევამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელიც მოიცავს კვირაში ერთ შეხვედრას, ტრენინგებზე განხილული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.  


ვის შუძლია მონაწილეობის მიღება?

  •         ოკუპაციური თერაპიის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სპეციალობების მე-3 კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს
  •         ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მოხალისეობრივად მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება აქვს შშმ პირებთან მუშაობის

 კურსის გავლის შემდგომ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე  და სამოტივაციო წერილი გადმოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@downsyndrome.ge 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ  - ტრენინგი 7 პლუსი 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.04.2021