Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
შეხვედრა მშობელთა კლუბის წევრებთან
შეხვედრა მშობელთა კლუბის წევრებთან
2022-04-20

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია რამდენიმე პროგრამული მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მშობელთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამაა, რომლის მიზნების განხორციელებაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ხდებოდა.



პანდემიის პერიოდში ბევრი ახალი წევრი შემოემატა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა კლუბს, მათთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში ხდებოდა. ეპიდსიტუაციის სტაბილურობამ კი, საშუალება მოგვცა, კვლავ აღგვედგინა ყოველკვირეული შეხვედრები მშობლებთან ფიზიკურ გარემოში.



15 აპრილს, ასოციაციის ოფისში, ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი გაცნობითი შეხვედრა შედგა ახალ მშობლებთან. ასოციაციის წარმომადგენელმა მშობლებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათი საჭიროებები მოისმინეს და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა გაუწიეს. 

აგრეთვე, ასოციაციის საქმიანობების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა ასოციაციის საქმიანობებში ჩართვისა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

 


ჩვენი ასოციაციის ცენტრში, სიმონ ჩიქოვანის #36, ყოველ ხუთშაბათს გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრა სხვადასხვა ასაკის ბავშვების მშობლებთან, მათთვის აქტუალური თემების განსახილველად და აზრებისა და იდეების გასაცვლელად.



საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გუნდი დიდი სიამოვნებითა და სიხარულით ელოდება ნებისმიერ მსურველს, ვინც ჩაერთვება ამ ტიპის შეხვედრებში.