ბაბალე სოციალური საწარმოა, რომელიც შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ, მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან
ბაბალე - თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები. ბაბალეს პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ვებ-გვერდზე www.babale.ge