ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - #შემოდიქოლგისქვეშ

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - #შემოდიქოლგისქვეშ
დონაცია
დონაცია
ჩვენ შესახებ
"საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი" 2018 წლის 16 ნოემბერს, დაუნის სინდრომის მქონე გიგო შიუკაშვილის ინიციატივით შეიქმნა.
დაუნის სინდრომის მქონე პირებს სჭირდებათ მუდმივი სამედიცინო მხარდაჭერა, რადგან მათ ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა ჯანმრთელობის სირთულეები. ამ მხირვ, განსაკუთრებით მაღალია შემდეგი გართულებების რისკი:
- სმენის დარღვევები – 75%;
- მხედველობის პრობლემები (კატარაქტა, ნისტაგმი, გლაუკომა) – 60–80%;
- ძილის ობსტრუქციული აპნოე – 50–75%;
- შუა ყურის ანთება – 50–79%;
- თანდაყოლილი გულის მანკები – 40–50%;
- კვებითი დარღვევები (გერდ, ეზოფაგიტი, დისფაგია) – 31–80%;
- სასუნთქი გზების ინფექციები – 20–36%;
- დერმატოლოგიური პრობლემები – 56%;
- კბილების გვიანი ამოჭრა და ჰიპოდონტია – 23%;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – 50%.
ამ და სხვა გართულებების გამო ბავშვებს და მოზრდილებს სჭირდებათ რეგულარული სამედიცინო შემოწმება, დიაგნოსტირება და მუდმივი ზრუნვა. ხშირად ოჯახებს არ აქვთ ფინანსური რესურსი ამის უზრუნველსაყოფად, სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი ფონდი. დროული სამედიცინო მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების გზით ფონდმა უკვე გადაარჩინა 3 ბავშვის სიცოცხლე და დღემდე ზრუნავს არაერთ ბავშვსა და მოზრდილზე.
ფონდი იცავს და უზრუნველყოფს დაუნის სინდრომის მქონე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ უფლებას.
ფონდი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და მიღებული შემოწირულობებით ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
1) დაუნის სინდრომის მქონე პირთა იმ გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ იფარება, ან სრულად არ იფარება სადაზღვევო და სხვა სახელმწიფო პროგრამებით (აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე არის ფონდის პრიორიტეტული მიმართულება);
2) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდაჭერა; გასული შვიდი წლის მანძილზე, ფონდში შემოწირული თანხის ოდენობა გახლავთ 106,867 ლარი. ამ ხნის განმავლობაში, ფონდმა დააკმაყოფილა 431 განაცხადი, რომელთა 90% არის ბავშვი.

 
გამჭვირვალობა
საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდისთვის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ნდობა არის ძირითადი პრინციპები. თითოეული მიღებული დონაციისა და გაცემული მხარდაჭერის უკან დგას მკაფიო, სამართლიანი და ობიექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ გამოყენებას.
ფონდის დაფინანსების პოლიტიკა შექმნილია ისე, რომ ყოველი გადაწყვეტილება ემყარებოდეს საჭიროებას, დადასტურებულ ინფორმაციას და წინასწარ განსაზღვრულ წესებს.
პროცესი მოიცავს:
1. განაცხადის წარდგენას
- ბენეფიციართან პირველ კომუნიკაციას (ონლაინ/ტელეფონით/პირისპირ) მდგომარეობისა და საჭიროებების დასაზუსტებლად.
- დოკუმენტაციის გაგზავნას ელექტრონულად, ხოლო შემდეგ - დედნების წარმოდგენას არქივისთვის.
2. დოკუმენტაციის სრული ნაკრებს
- განცხადება ფონდის სახელზე. ბენეფიციარის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი ცნობები (არსებობის შემთხვევაში).
- ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფორმა ან სამედიცინო ჩანაწერი.
- სამედიცინო მომსახურების ხარჯების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა/კალკულაცია.
- ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების შესახებ ცნობები (თუ არსებობს).
- უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში - დამატებითი სამედიცინო დასკვნები.
3. გადაწყვეტილების მიღების წესი
- გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
- ვადა დამოკიდებულია არსებული რესურსებზე და მომლოდინე ბენეფიციართა რაოდენობაზე.
- პრიორიტეტი ენიჭება იმ პირებს, ვისაც სასიცოცხლო ჩვენებით ესაჭიროება დახმარება.
- ყველა დოკუმენტი ინახება და არქივდება.
- ფონდი ადგენს რიგითობას სოციალური მდგომარეობის, ასაკის, დიაგნოზისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.
- ფინანსები იხარჯება მხოლოდ მიზნობრივად.
4. დაფინანსების გაცემის წესები
- თანხა ყოველთვის ირიცხება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ანგარიშზე.
- საჭიროების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი ან საგადასახადო დავალება.
- სახლის პირობებში გაწეული მომსახურების შემთხვევაში თანხა ირიცხება სპეციალისტის ანგარიშზე შესაბამისი ხელშეკრულებით.
- თანხა არასდროს ირიცხება ბენეფიციარის პირად ანგარიშზე და არ გაიცემა ხელზე.
- შესაძლებელია კონკრეტული პროდუქციის შეძენაც და ბენეფიციარზე გადაცემა.
- ბენეფიციარი შეძლებს მიმართოს ფონდს წელიწადში რამდენჯერაც დასჭირდება - გადაწყვეტილება მზადდება არსებული რესურსების შესაბამისად.
5. თანხის დაბრუნების მექანიზმი
ფონდს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის დაბრუნება, თუ:
- მომსახურება არ განხორციელდა;
- მომსახურება გაჭიანურდა ან შეიცვალა;
- დაფინანსდა სხვა სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით;
- ბენეფიციარი აღარ საჭიროებს მომსახურებას.
დონორის სურვილის შემთხვევაში დაუხარჯავი თანხა რჩება საერთო ფონდში და მოხმარდება სხვა ბენეფიციარებს.

ყოველთვიურად, ფონდის მიერ საჯაროდ ქვეყნდება მიმდინარე თვის ყველა ხარჯი და ბანკის ამონაწერი. ეს უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მხარდამჭერსა და შემომწირველს სრული ინფორმაცია ჰქონდეს, როგორ იხარჯება ფონდის რესურსები და როგორია მათი მხარდაჭერის რეალური გავლენა.
ბანკის ამონაწერი და ხარჯების ანგარიში: drive.google.com

გუნდი
ფონდის მმართველობას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი და სამედიცინო ხელმძღვანელი, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობას, პროცესების მართვასა და მიღებული პოლიტიკის განხორციელებას.
ფონდს ჰყავს გამგეობაც, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ მიმართულებებს, გადაწყვეტილებების ზედამხედველობას და ფონდში მიღებული პროცესების შესაბამისობას მისი მიზნებისა და ღირებულებების მიმართ.
გვანცა კაკაურიძე
აღმასრულებელი დირექტორი


რუსუდან მღებრიშვილი
სამედიცინო ხელმძღვანელი, გამგეობის თავმჯდომარე


გიგო შიუკაშვილი
დამფუძნებელი, გამგეობის წევრი


ყოველი თქვენი მხარდაჭერა აძლიერებს ფონდის შესაძლებლობებს და საშუალებას გვაძლევს დავზრუნოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე და მოზრდილებზე. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე: GE71BG0000000103082111GEL

ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: foundation@downsyndrome.ge
+995 598 48 08 58
+995 599 25 70 30