ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პასუხი საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებს, მშობელთა ასოციაციებს და შშმპ თემის მხარდამჭერებს
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პასუხი საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებს, მშობელთა ასოციაციებს და შშმპ თემის მხარდამჭერებს
2022-07-08


ძვირფასო მეგობრებო,


მადლობას მოგახსენებთ 20 ივნისს გამოგზავნილი წერილისთვის, სადაც მიმართეთ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა  თქვენს წერილზე პასუხის გაცემა მთხოვა.

 


ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროსაბჭომ 24 ივნისს მიიღო საბჭოს დასკვნები, სადაც გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. ევროსაბჭომ ნათლად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის გვერდითაა.

 


ევროკავშირი იმ იდეის ერთგული რჩება, რომ გააგრძელოს კავშირების შემდგომი გაძლიერება და პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მხარდასაჭერად, ჩვენი ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის ჩათვლით.

 

 


Პატივისცემით,


პრესისა და საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი,



დოროტა დლუჩი-სულიგა