ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
მირიანი და მაკა
მირიანი და მაკა
2021-02-11

"მე და მირიანს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. სულ რაღაც შვიდი თვის იყო, როცა გავიცანი. მაშინ მეც ახალბედა ვიყავი ამ საქმეში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ - ადრეული ჩარევის სპეციალისტი

მაკა პროფესიით მხატვარია, საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში კი საკუთარი სპეციალობით - ადრეული ჩარევის სპეციალისტი - მუშაობს. "7+"-ში სხვა კოლეგებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განათლებისა და განვითარების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული

"შემდგომ უკვე 7+ -ში შევხვდით ერთმანეთს და ასე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. მირიანი ძალიან თბილი და დინჯი ბიჭია. ის ძალიან დაკვირვებული ადამიანია, დიდხანს აკვირდება ამა თუ იმ მოვლენასა და აქტივობას. მხოლოდ მას შემდეგ მოჰკიდებს საქმეს ხელს, როდესაც დარწმუნდება რომ ეს საქმე ზედმიწევნით კარგად გამოუვა. ბედნიერია როდესაც დასახულ მიზანს კარგად ართმევს თავს და ამას ყოველთვის უზიარებს ახლობელ ადამიანებს

მირიანს უყვარს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. უყვარს ფეხბურთის და კალათბურთის თამაში, ჩვენ ერთად ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და გავაღრმავოთ მისი ინტერესები და მოვსინჯოთ თითოეული მათგანი. საბოლოოდ კი გვინდა მირომ მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ინტერესს ამორჩევს პროფესიის სახით

პროგრამის ფარგლებში 12 მოზარდი გადამზადდება, ჩვენ კი სიამოვნებით გაგაცნობთ ყველას

პროექტის მხარდამჭერია ევროპის ფონდი