"თომას გაცნობა ჩემთვის იყო სასიხარულო ამბავი, თომა 15 წლისაა და ძალიან ბევრი რამის კეთება შეუძლია, მასავით პოზიტიურ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ" - ადრეული ჩარევის სპეციალისტი მარიამ გოგაშვილი
მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და მომავალი მაგისტრი ნეიროფსიქოლოგიაში, ჩვენი ასოციაციის პროექტში კი, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად მათი უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული
"დაახლოებით ხუთი თვე არის რაც მე და თომა ერთად აქტივობებს ვაკეთებთ, მაგალითად მე და თომას ორივეს გვიყვარს ფოტოების გადაღება, ამიტომ გადაწყვიტა რომ საკუთარი გვერდი შეექმნა და მის გადაღებულ ფოტოებს ამ გვერდზე დადებდა. თომას ფოტოგრაფობასთან ერთად უყვარს კალათბურთის თამაში, აქტიურად ვარჯიშობს და გემრიელ საჭმელებსაც კი ამზადებს. ჭკვიანი რომ არის ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ, განსაკუთრებით კარგად გამოსდის ტექნიკის გამოყენება, მასთნ მუშაობა. აქტიური ცხოვრება მოსწონს, ცეკვა გართობა. უყვარს ლექსების კითხვა და სწავლა, განსაკუთრებულად უყვარს ბიოლოგიის საგანი და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ.
ახლა, ის ეტაპია როცა თომა საკუთარ ჰობებს აღრმავებს, რაც შემდგომში შეიძლება მისი პროფესია გახდეს. ამისათვის პროგრამა "7+" ეხმარება სამომავლო პროფესიის აღმოჩენაში და ასევე იმ უნარების გაღრმავებბაში, რაც შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იქნება საჭირო"
პროექტის მხარდამჭერია ევროპის ფონდი