ქარ
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
სახელმწიფო პროგრამები
სახელმწიფო პროგრამები
2021-07-31

სახელმწიფო პროგრამები

ხშირად მშობლები, ოჯახები ეძებენ ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურების შესახებ, რა სახის სერვისებია  ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოში სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს არაერთ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. აღნიშნული პროგრამების მიმართულებებიდან ჩვენ შევეხებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  მნიშვნელოვან და საჭირო მიმართულებებს, როგორიცაა: 1) ბავშვზე ზრუნვა, 2) ჯანმრთელობის პროგრამები  და 3) სახელმწიფო გასაცემელი.

მშობლები  უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, რა არის საჭირო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების განვითარებისთვის. რა გზით უნდა მოხდეს  განვითარების ხელშეწყობა და რა სერვისებია ხელმისაწვდომი სახელმწიფოს მხრიდან.

ვინაიდან შესაძლებელია, წლის მანძილზე პროგრამაში შევიდეს ცვლილება ან დაემატოს  სხვადასხვა პუნქტი, გთხოვთ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიოთ ბმულს, რომელიც თითოეული პროგრამის აღწერის ქვეშ იქნება მითითებული.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, მისი არსი და მიზანი

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა  ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, მის სოციალიზაციასა და განათლებას. ასევე, აძლიერებს ბავშვის ოჯახს აღზრდის საკითხებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის, შემეცნებითი და თვითმოვლის სფეროების განვითარებას. ადრეული ჩარევის სპეციალისტი და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტთა გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით ყველასთან, ვინც ბავშვის აღზრდის პროცესშია ჩართული: მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ძიძასთან, მინდობით აღმზრდელებთან და ა.შ.

პროგრამის მთავარი იდეაა, ბავშვმა განივითაროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარები მისთვის ბუნებრივ გარემოში (ოჯახში, საბავშვო ბაღში,  სკოლაში და სხვა). 

პროგრამა  განკუთვნილია 0-დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. მისი მიზანია ბავშვის  კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური და თვითმოვლის უნარების  განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვის ადაპტაცია ახალ  გარემოსთან, მისი  მომზადება სხვადასხვა საჯარო და საგანმანათლებლო სივრცეებში ჩასართავად, განვითარების შეფერხების პრევენცია, ასევე მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ბავშვისათვის, ვისაც განვითარების ეტაპების დაყოვნება აღენიშნება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება ადრეული ჩარევა, მით უფრო ეფექტურია მისი შედეგები! სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც “ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა”. მის ეფექტურობას განსაზღვრავს ასევე ოჯახის წევრების ჩართულობის ხარისხი, მშობლების აქტიური მონაწილეობა ბავშვის განვითარების პროცესში, მშობლების  მიერ  გათვალისწინებული და შესრულებული რჩევები, რასაც მათ განვითარების სპეციალისტი აძლევს.

ბავშვის, მშობლებისა და სპეციალისტების  ერთობლივი მუშაობა - რაც უფრო შეკრულია ეს სამკუთხედი, მით უფრო სწრაფად და ნაყოფიერად  დგება სასურველი შედეგი. 

 

პროგრამის მომსახურება მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომლის განხორციელება შესაძლებელია როგორც შინ, ასევე სპეციალიზირებულ ცენტრში. ბავშვთან მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობა. ბავშვის  საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ოკუპაციური თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც გათვალისწინებულია ბავშვის შესაძლებლობები, საჭიროებები და ასაკი.  პროცესში აქტიურად იღებენ მონაწილეობას ოჯახის წევრები. 

 

როგორ ხდება პროგრამში ჩართვა?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი - მშობელი/მინდობით აღმზრდელი, მიმართავს სოციალური მომსახურების  სააგენტოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

1. მშობლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი); 
აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი; 
2. ბავშვისდაბადების მოწმობის ასლი; 
3. ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება ვაუჩერი, რომელიც შედგება შესაბამისი თვეების (ძირითადად 12 თვის) ტალონებისაგან და რომლის წარდგენის საფუძველზეც ბენეფიციარი იღებს  მომსახურებას სერვისის მიმწოდებლისაგან.

 

ვაუჩერის გაცემის პროცესი მოიცავს  მოლოდინის პერიოდს. უპირატესობით სარგებლობენ ბავშვები:

  • რომლებიც მომსახურებას იღებდნენ  წინა 12 თვის განმავლობაში;

  • 3 წლამდე ასაკის ბავშვები, 

  • ბავშვები რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახებიდან;

  • მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები. 


ვაუჩერის გაცემა ხდება რიგითობით, მიღებული განცხადების თარიღის მიხედვით. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში ვაუჩერი უქმდება. ვაუჩერის ყოველწლიური განახლება აუცილებელია დაფინანსების უწყვეტად მისაღებად. ამისათვის საჭიროა წლის ბოლოს  იგივე განაცხადის ხელახალი წარდგენა, რის საფუძველზეც გაგრძელდება მომსახურების დაფინანსება. 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი: 

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=613


 

ვინ ანხორციელებს სერვისის მიწოდებას? 

სერვის-პროვაიდერები 

საქართველოში ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის:


ქალაქი



მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია


მისამართი


საკონტაქტო პირი 

  

ვებ/ფბ გვერდი

თბილისი 

ა(ა)იპ კავშირი "საქართველოს პორტიჯის ასოციაცია"

ი.ჭავჭავაძის გამზ# 32 C კორპუსი, ოთახი 125

599 97 45 48- ტატიანა ახობაძე

თამარ მარგიშვილი-599 32 01 42

https://www.facebook.com/pg/georgianportage/about/?ref=page_internal



პირველი ნაბიჯი საქართველო

ლუბლიანას ქ. 21ბ  


ნათია ნაკაშიძე          568 48 00 14

თამუნა ზაალიშვილი 577 76 11 88

http://firststep.ge/ge/home


ნეიროგანვითარების ცენტრი


ლუბლიანას ქ. №2/6 იაშვილის სახ.ბავშვთა საავადმყოფოს  ეზოს  შესასვლელი)

სოფო ტატიშვილი-599510347

http://ndc.ge/



რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები“


ნუცუბიძის მე-2 პლატო, პირველი კვ. კორპ7, ბინა 4; 

ანა გაზაშვილი-558485814, თამარი 555262719

http://www.cog.ge/contactge.html



თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი


ყოფილი ბორჯომის ქ.#10 (მ.ლებანიძის ქუჩა)

მარინა შოსტაკი-599564721/ 234 76 21

https://cfp.ge/ge/kontakt/


ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი „მწვანე სახლი“

ნ.რამიშვილის ქ. #37 ა.       (ყოფილი ი.ჭავჭავაძის 1 ჩიხი)


მარინე ტარასაშვილი          2 14 44 81, 599 64 90 67 

http://mtsvanesakhli.com/index.php?page=8



ააიპ“ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“


ვაჟა ფშაველას გამზირი 76/ბ


მაია ბიბილეიშვილი 577715609

http://childfamilysociety.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98/



შპს „სანი ქიდს“


დიდი დიღომი, ნიკო ბურის #4

თეა აბულაძე 557445644, 577151535







იმერეთი





ქუთაისი


განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრითაირისი


ახალგაზრდობის გამზირი  

მე-3 შეს., 4;  


0431 23 98 28/599 71 31 55, 599 16 95 72

https://www.facebook.com/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-420448104709579/


ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ 


ხარებავას, 41

0431 25 26 51/;  568 11 95 00

https://www.facebook.com/pg/BRIDGEsocialinclusion/about/?ref=page_internal

აჭარა





ბათუმი

აბილიტაციის და განვითარების ცენტრი


ხიმშიაშვილის 9, ბ. 23;

599 00 60 09 593 24 09 09

https://www.facebook.com/pg/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-Habilitation-and-Development-Center-1609749059240922/about/?ref=page_internal

ქობულეთი

შპს „უნიმედი აჭარა“ ჩაქვის სამედიცინო ცენტრი


ქობულეთის რ-ნი, დაბა ჩაქვი  თამარ მეფის ქუჩა, 40-ის მიმდებარედ;  

599 76 25 20, 577 30 28 08;

http://www.adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=41515&gid=3#.W6Dv91UzbIU

სამეგრელო





ზუგდიდი

ა(ა)იპ ინვალიდ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა „ნერგები“


ბერიას ქ., 44; 

579 34 44 23



შპს „ნეიროგანვითარების ცენტრი“

მ.გორკის ქ., 46

599 51 03 47


ჩხოროწყუ

ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის“


წერეთლის ., 5;  




კახეთი





ლაგოდეხი

საქართველოს სამარიტელთა კავშირი


სოფ. კავშირი;

577 40 60 93


თელავი

"საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია"

ფალიაშვილის 20

ნინი პაატაშვილი             593 33 42 24


ქვემო ქართლი





მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტი.

სოფ.ყიზილაჯლო

მაია ბიბილეიშვილი 577 71 56 09



რუსთავი


პირველი ნაბიჯი საქართველო


ლუბლიანას ქ. 21ბ  



ნათია ნაკაშიძე          568 48 00 14

თამუნა ზაალიშვილი-577 76 11 88


http://firststep.ge/ge/home

სამცხე-ჯავახეთი





ახალციხე

ა(ა)იპ კავშირი "საქართველოს პორტიჯის ასოციაცია"

რუსთაველის ქ.N16

599 97 45 48- ტატიანა ახობაძე

თამარ მარგიშვილი-599 32 01 42

https://www.facebook.com/pg/georgianportage/about/?ref=page_internal


ბორჯომი

ხედვა,ზრუნვა, მხარდაჭერა

ქეთევან წამებულის 5

მაია ციპლიუგინა-ოქონაშვილი              551919269


შიდა ქართლი





გორი

საზოგადოება ბილიკი

სტალინის 7

0370 27 54 10



ხედვა,ზრუნვა,მხარდაჭერა

ქეთევან წამებულის 5

მაია ციპლიუგინა-ოქონაშვილი              551919269









ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, მნიშვნელობა და მიზანი

პროგრამაის მიზანია ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამა მოიცავს ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენას შესაბამის სპეციალისტთა გუნდის მიერ;

ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის კურსებს, ექიმის მეთვალყურეობას (ნევროლოგი).

 

პროგრამაში ჩასართავად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს იგივე დოკუმენტაციას, რაც მითითებულია ადრეული განვითარების პროგრამის მოთხოვნად დოკუმენტების ნუსხაში და ემატება შშმ ბავშვის დამადასტურებელი სტატუსის მოწმობა და მისი ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე ფინანსდება არაუმეტეს 7 კურსისა.

ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის სერვისით სარგებლობა ეზღუდება ბენეფიციარს, რომელსაც აქვს განვითარების ეტაპის დაყოვნება და ჩართულია ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.

 

აღნიშნული სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ იმ ბავშვებმ,ა რომელთა დიაგნოზი/ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ჩამონათვვალში მოცემულ დიაგნოზებს და ძირითადად გულისხმობს ნერვული სისტემის დაავადებებს. იხილეთ ბმული


დეტალურად პროგრამის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს მითითებულ ბმულზე :  http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=611


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუნის სინდრომის მქონე პირებს სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანაჩუნებლად მუდმივად ესაჭიროებათ სამედიცინო მეთვალყურეობა. სწორედ ამიტომ მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა სამედიცინო მომსახურებებია მათთვის ხელმისაწვდომი. 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში).

სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია და განსხვავებულია სხვადასხვა პაკეტის მოსარგებლეებისათვის  და განაწილებულია  ასაკობრივი ჯგუფის, სარეიტინგო ქულებისა და  შემოსავლების მიხედვით. ამასთან, შემოსავლები განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებისა და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

უნდა აღინიშნოს, რომ  დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ  0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებსა და  შშმ პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სოციალურად დაუცველ პირებს  (ე.წ ორმაგი დაზღვევა).

რომელი დაწესებულება იღებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას? 

პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია პროგრამაში. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მაშტაბით.

როგორ დავრეგისტრირდეთ მომსახურების მისაღებად?

გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს  სურვილისამებრ შერჩეულ ნებისმიერ დაწესებულებაში - პოლიკლინიკა, ამბულატორიული კლინიკები (არ იგულისხმება კერძო კლინიკები, რომლებიც არ მონაწილეობენ  პროგრამაში). ამასთან, რეგისტრაციის შეცვლა (პოლიკლინიკის შეცვლა) შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. მოსარგებლე რეგისტრირებული უნდა იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში. 

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას. 

როგორ ხდება  გადაუდებელი მომსახურების მიღება? 

გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის მისაღებად მოქალაქის (მოსარგებლის) მიერ რაიმე სახის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. შესაბამის რეგისტრაციას შეტყობინების სახით აკეთებს სამედიცინო დაწესებულება, სადაც  მოთავსდება პაციენტი (პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ თავსდება, თუ  კლინიკას თვითდინებით აკითხავს,  მომსახურების პირობები არ იცვლება).

რა მომსახურებას მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა?

  1. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.                                                                                                                                                     - ოჯახის ან უბნის ექიმისა და ექთნის მომსახურება, საჭიროებისამებრ მათი მომსახურება ბინაზე; 

- ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;                                                         - ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება;                                                   - ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები;                                                                - სამედიცინო ცნობის, დასკვნისა და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან       დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა;                                                                                                                                                                        - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა.


2. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (განსაზღვრული ნუსხის მიხედვით);                       ამბულატორიული მომსახურების დროს პაციენტს არ უწევს 24 საათზე მეტ ხანს სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება და მოკლე დროშია შესაძლებელი მისი მომსახურება.

3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (განსაზღვრული ნუსხის მიხედვით);                       ●ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;                                                                                       ● 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;                                            ●სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა;


4. გეგმური ქირურგიული ოპერაციები 

● ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები;    

● სხვა ქირურგიული ოპერაციები.

5. ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა 

● ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია;


6.მშობიარობა                                                                                                                                                                            ● ფიზიოლოგიური მშობიარობა 

● საკეისრო კვეთა 

8.მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება    

● სტაციონარული მომსახურება 

● მშობიარობა/საკეისრო კვეთა 

● სეფსისი

9. ინფექციური დაავადებების მართვა                                                                                                    

● ინფექციური დაავადებები ნუსხის მიხედვით                                                                                      

● ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია


10. სამკურნალო საშუალებების ხარჯები სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით (თანაგადახდა   50%)

იხილეთ ბმული : https://www.moh.gov.ge/ka/554/


რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში?

● შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები; 

● სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; 

● საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; 

● სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; 

● ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; 

● სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები; 

● ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები; 

● თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;

● ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

როგორ მივიღოთ გეგმიური სტაციონარული მომსახურება?  

მომსახურება ხორციელდება  სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე (ე/წ. საგარანტიო წერილი). მოქალაქე მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ან შესაბამის სერვისცენტრს/სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს; პროგრამის მიმწოდებლი, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ავსებს განაცხადს (რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა, კალკულაცია); სერვისცენტრის/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის მიმართვის შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია – განაცხადის შევსება;

 სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მოსარგებლეს გადაწყვეტილება  ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, რომელშიც, მოთხოვნის ნომერთან ერთად, მითითებული იქნება მიმართვის უნიკალური კოდი. მოსარგებლეს/წარმომადგენელს შეუძლია უნიკალური კოდი წარადგინოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში და ადგილზე მიიღოს საგარანტიო წერილი ან სურვილის შემთხვევაში, აიღოს ის სერვისცენტრში/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულში. ანაზღაურება ხორციელდება სატარიფო არეალის მიხედვით.

აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სამედიცინო  სერვისების მოცულობა და დაფინანსების პირობები დიფერენირებული პაკეტების  მიხედვით. თითოეული პაკეტის სათაურის ქვეშ მოცემულია  შესაბამისი ცხრილი, დაფარვის პროცენტი და დაფინანსებადი სპეციალისტებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩამონათვალი. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888

მაგალითისთვის, ასაკობრივი ჯგუფი/პაკეტი: 0-5 წლამდე ბავშვი, შშმ ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შშმპ, სტუდენტი, საპენსიო ასაკი, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები გულისხმობს:

  1. ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე 100%

  2. ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები 100%

  3. ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება 100%-ით: (ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  უროლოგი,  ქირურგი)

  4. ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები: 100% (ელექტროკარდიოგრაფია,  საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად), შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია; ძვლების რენტგენოგრაფია.

  5. კომპიუტერული ტომოგრაფია  ექიმის დანიშნულებით-80%

  6. კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ექიმის დანიშნულებით: 100% (სისხლის საერთო ანალიზი;  შარდის საერთო ანალიზი; გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;  კრეატინინი; ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST);  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH); ქოლესტერინი სისხლში;  ლიპიდების განსაზღვრა შრატში; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე; პროთრომბინის დრო).

  7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები (გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა)

  8. სამედიცინო ცნობის, დასკვნისა და რეცეპტის გაცემა 100% (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა). იხილეთ ბმული: 

http://ssa.gov.ge/files/01_GEO/JAN_PROG/sakoveltao-jandacva/Prog-Mosargeble/_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%982018www.pdf


ამ პაკეტის მფლობელები ასევე  სარგებლობენ განსხვავებული დაფინანსების პირობებითა (პროცენტული დაფარვა) და სტაციონარული მომსახურების  ლიმიტით.

ვინაიდან მომსახურების პირობები შეიძლება წლის განმავლობაში შეიცვალოს ან განახლდეს, უმჯობესია ეწვიოთ ბმულს, სადაც საბოლოო დოკუმენტი მუდმივად ხელმისაწვდომია  სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://www.moh.gov.ge/ka/529

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=888




რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს:                                                                 

● სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას, მათ შორის:                                                                                                         

● გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით. მომსახურება ფინანსდება შემდეგი წესის შესაბამისად: ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 2.1 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის  გარეშე (#218, #165 დადგენილება).                                                                                                                                                                            ● საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას;                                                                                                                                                                                                         ● ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევას;


რა არის საჭირო აღნიშნული პროგრამის მომსახურების მისაღებად?

 

პირმა უნდა მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის სახელზე დაწერილი  განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

  • მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  •  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV100/ა);

  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით.

  • სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა სპეციალურად აღნიშნული საკითხების განსახილველად შექმნილ  კომისიას. 
განცხადებების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.


როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიული მკურნალობისას
მომსახურება ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე; 
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 2.1 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.                                                                                                      

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის  დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის ეწვიეთ ბმულს :http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=828

 ან დარეკეთ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) 


მინდობით აღზრდა

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ფიქსირდება ბავშვთა მიტოვების შემთხვევები. მიტოვების მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ შემთხვევებზე, როდესაც მშობლები შვილზე უარს მისი დიაგნოზის გამო ამბობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად მუშაობს მიტოვების პრევენციის საკითხებზე. სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მიტოვებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდის ხელშეწყობაზე, მის რეინტეგრაციაზე, ბიოლოგიურ მშობლებთან ბავშვის დაბრუნებაზე.

რა არის მინდობით აღზრდა და რას ითვალისწინებს აღნიშნული ქვეპროგრამა?

პროგრამა გარკვეული ვადით  ბავშვის ოჯახურ გარემოში  მოვლასა და აღზრდას უზრუნველყოფს, რაც მიმღებ ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება.

ბავშვის მინდობით აღზრდას ექვემდებარებიან 18 წლამდე ბავშვები, რომლებიც არიან  ობლები, რომელთა მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულად არიან აღიარებული, რომელთა მშობელს/მშობლებს შეეზღუდათ, შეუჩერდათ ან ჩამოერთვათ მშობლის უფლებები.

მინდობით აღზრდა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ სრულწლოვან პირს.

 როგორ ხდება მიმღები ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა? 

მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხის ოდენობა განისაზღვრება სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორიცაა: სოციალური სტატუსი, ნათესავური კავშირი და ა.შ. დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელი ბავშვის  მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში. მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგს აწარმოებს   სოციალური მუშაკი.


თუ გსურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართოთ  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განაცხადის შესავსებად. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49


რეინტეგრაციის პროგრამა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არცთუ ისე იშვიათად, ადგილი აქვს მშობლების მიერ ბავშვზე უარის თქმის ფაქტებს. მიტოვების  გამომწვევი ფაქტორებიდან  აღსანიშნავია ბავშვის დიაგნოზი, ეკონომიკური მდგომარეობა, მშობლების შიში და ინფორმაციის ნაკლებობა დაუნის სინდრომის შესახებ, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობა, სტრესი...

გარკვეული პერიოდის შემდეგ ფსიქოლოგიური და სოციალური მზაობის მიღწევისას მშობლებმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ  დაიბრუნონ მშობლის სტატუსი. სწორედ ასეთ დროს რეინტეგრაციის პროგრამა ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების საშუალებას იძლევა. პროგრამის მიზანია ოჯახების გაძლიერებისა და სოციალური ფუნქციონორების ამაღლების გზით ბავშვთა სახლიდან ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან, ოჯახში დაბრუნება. 

ვინ ექვემდებარება რეინტეგრაციის პროცესს?

რეინტეგრაციას ექვემდებარება ბავშვი, რომელიც იმყოფება ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში, უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს და ეძლევა როგორც ფინანსური დახმარება, ასევე ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტიპის სოციალური დახმარებები.

თუ ოჯახს, მშობლებს სურთ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება,  უნდა  მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), პირადი განცხადებით, ბავშვის დაბრუნების თაობაზე. ოჯახისა და ბავშვის შეფასების საფუძველზე, ხდება გადაწყვეტილების მიღება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესახებ. 

ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, სახელმწიფო მშობელს უხდის რეინტეგრაციის შემწეობას. თანხის  რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტატუსის მიხედვით. შშმ, რეინტეგრირებული ბავშვი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, საჭიროების შემთხვევაში დღის ცენტრის მომსახურებით, კვების ვაუჩერით. აგრეთვე, როგორც რეინტეგრირებულ ბავშვს, ასევე, მის მშობელს, ეძლევა პროფესიული გადამზადებისა და შემდგომ დასაქმების საშუალება.

რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან, რომელიც ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასების კონტროლს. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=501


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის/პირის სტატუსის  განსაზღვრა და მინიჭება

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არის პირი, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რომლებმაც სხვადასხვა ბარიერებთან ურთიერთქმედებისას შეიძლება ხელი შეუშალოს მის სხვებთან თანაბარ სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შესაძლებლობის შეზღუდვა გულისხმობს ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ და სენსორულ (მხედველობა, სმენა) დარღვევებს, რომლებიც იწვევს მსუბუქად, ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატულ დროებით ან სამუდამო შეზღუდვას. 

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზები შეიძლება იყოს: საერთო დაავადება, პროფესიული დაავადება, შრომითი დასახიჩრება, ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან,  შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან, სხვა მიზეზებით გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვა.

როგორ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრა?

სპეციალისტების მიერ ხდება ბავშვის  ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების  კომპლექსური შეფასება. შეფასების პროცესი მოიცავს   ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორიის შეკრებას, პირის გასინჯვას და საჭირო დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზებასსხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების მიერ. ექსპერტიზა ასევე მოიცავს  შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის პირველადად დადგენას ან გადაფასებას; დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გადამოწმების ვადების დადგენას;

კანონი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ  გვაწვდის შეზღუდული შესაძლებლობის განმარტებას, სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლებს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/15772?publication=11


მინისტრის ბრძანება 62/ნ „ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის წესის შესახებ”  გვაწვდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურებს და იმ მდგომარეობათა და დაავადებათა ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც ბავშვს ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. იხილეთ ბმული : https://matsne.gov.ge/ka/document/view/55024?publication=0

აღნიშნული  დიაგნოზების ჩამიონათვალში არ არის შეტანილი დაუნის სინდრომი. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში  3 წლამდე ბავშვისთვის    შშმ სტატუსის მინიჭება არ ხდება, ხოლო 3 წლის ასაკში შეფასების საფუძველზე გაიცემა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის  დასკვნა/ცნობა, რაც აუცილებელია სოციალური პაკეტისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო მომსახურების მისაღებად. თუ სტატუსი დროებითია, აუცილებლია სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადება გადაფასების მიზნით

მდგომარეობიდან გამომდინარე, პირს სტატუსი შეიძლება დაუდგინდეს  დროებით (გადამოწმების ვადით 2 წლით, 5 წლით 18 წლის ასაკის მიღწევამდე) ან სამუდამოდ (უვადოდ).

სტატუსის დასკვნაში აღინიშნება შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი  კატეგორია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

მნიშვნელოვნად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

და  ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისთვის სხვა პირის მუდმივ დახმარებაზე საჭიროების განსაზღვრისას, ამ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა IV-50/4) კეთდება ჩანაწერი – “სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე”.


სად არის შესაძლებელი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა? 

შშმპ სტატუსის განსაზღვრა შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  სამედიცინო-სოციალური  ექსპერტიზის ჩატარების  უფლება.  დაწესებულებების ჩამონათვალი,  რომელთაც უნდა მივმართოთ შშმ-ის სტატუსის მისანიჭებლად. იხილეთ ბმული/დანართი, დაწესებულებების ჩამონათვალით:   http://rama.moh.gov.ge/geo/static/36/sameditsino                                                                                        

სტატუსის განსაზღვრისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბავშვის შემთხვევაში ­ დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლი, ან მინდობითი აღმზრდელი,) ფN100, ასევე ყველა სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს აღნიშნულ პროცესში.                                                                           სტატუსის განსაზღვრისათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, რომელიც გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამის ფარგლებში  იფარება ყველა საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური კვლევებისა. ამისათვის საჭიროა ბავშვი/პირი დარეგისტრირებული იყოს ან დარეგისტრირდეს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს ექსპერტიზის ჩატარებისა და სტატუსის მინიჭების უფლებამოსილება. 

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირს არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ ადგილზე. გამონაკლის შემთხვევაში, (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი, ნდობით აღჭურვილი პირი) თანხმობით.    

რა შეღავათებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე ბავშვი?

 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/პირი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის განსხვავებული პაკეტით, რომლის დროსაც სხვადასხვა  სამედიცინო მდგომარეობის მართვა და ფინანსდება უფრო მაღალი  პროცენტული დაფარვით, ვიდრე სხვა პაკეტების მოსარგებლეებისათვის. ასევე განსხვავებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ლიმიტიც.

 

  • სახელმწიფოს მიერ შშმ პირს ენიშნება ფულადი დახმარება - სოციალური პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს  -  180 ლარის ოდენობით.

 

სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობები და ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე::                                                        http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1388

                                                                      

  • მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს  და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი,  ენიშნებათ სოციალური პაკეტი 100 ლარის ოდენობით.


  • შშმპ სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ მერიის მუნიციპალური საკურორტო პროგრამით 


  • დღის ცენტრის მომსახურება


  • შეღავათიანი ტარიფი საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისას


კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ გვაწვდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განმარტებას, კრძალავს დისკრიმინაციას, მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე სოციალური ინფრაქსტრუქტურის და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30316?publication=9

დღის ცენტრის მომსახურება

რას მოიცავს დღის ცენტრის მომსახურება?

დღის ცენტრის მომსახურების ამოცანაა ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია. პროგრამა მოიცავს: 

  • ყოველდღიური მომსახურება ორჯერადი კვებით (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა)

  • ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

  • საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

  • საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

შშმ პირების (მათ შორის, შშმ ბავშვების) შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  • ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას, რომელიც დადასტურებული იქნება ბენეფიციარის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ან მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით);

  • წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელებასა და განახლებას;

  • შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის.

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  • ბენეფიციარის ფსიქო-მოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, 

  • ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;

  • ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;

  • ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

  • ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

  • ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

 

ვის შეუძლია დღის ცენტრით სარგებლობა?

 

  •  6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში". 

  • 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის" ან ,,მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის" ბენეფიციარები ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

  • 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა ინტელექტუალური დარღვევების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში). 

გსურთ დღის ცენტრით სარგებლობა?

მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

  • მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;

  • მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღის ცენტრის მომსახურების მიღებისა და მიწოდების წესებისა და პირობების უფრო დეტალურად გაცნობისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=503

 

სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დაინტერესების შემთხვევაში  იხილეთ ქვემოთ:

 

 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება                                                                                                          იხილეთ ბმული: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1105

 

დედათა და ბავშვთა თავშესაფარით უზრუნველყოფა 

იხილეთ ბმული:  http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=504


 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო 

პროგრამა

იხილეთ ბმული: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1291


რაც შეეხება რეგიონებს, ყველა რაიონი  სხვადასხვა, მუნუციპალური პროგრამებით მუშაობს და ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. იხილეთ ბმული:

http://nala.ge/member-municipalities 

მაგალითად, ქ. ბათუმის მერიის პროგრამები ბათუმის მოქალაქეებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://batumi.ge/ge/?page=show&sec=29