ქარ
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
სწორია - არასწორია
სწორია - არასწორია
2021-07-31

როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომზე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანზე ან მივმართავთ უშუალოდ დაუნის სინდრომის  მქონე ადამიანს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

  • დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური, ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. აქედან  გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. შესაბამისად, დაუშვებელია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი მოვიხსენიოთ როგორც ავადმყოფი.

  • ასევე არ შეიძლება შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი. სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი.

  • მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად. საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.

  • დაუნის  სინდრომის მქონე ადამიანის გონებრივი განვითარების შესაფასებლად გამოიყენეთ ფრაზები: მენტალური შეფერხება, განვითარების შეფერხება, ინტელექტუალური დარღვევები, მენტალური დარღვევები. 

  • ძველი  ტერმინები: ინვალიდობა, ინტელექტუალური ინვალიდობა, გონებრივი ჩამორჩენა აღარ გამოიყენება. დღეს ვამბობთ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არა ინვალიდი.

  • როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ ან შედარებას ვაკეთებთ, უმჯობესია გამოვიყენოთ ტერმინი „ტიპური განვითარების“ და არა  „ნორმალური განვითარების”.

  • როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე პირის მშობელს და მას შვილი თან ახლავს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ტერმინოლოგია და მიმართვის ფორმა, რადგან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს/პირს ესმის, იაზრებს და აცნობიერებს ნათქვამს!


ასევე ამ თემაზე  შეგიძლიათ იხილოთ  დაუნის სინდრომის ნაციონალური საზოგადოების მიერ შექმნილი გზამკვლევი. მიყევით ბმულს:

https://www.ndss.org/wp-content/uploads/2018/02/NDSS-Preferred-Language-Guide-2015.pdf