ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
8 ქვეყნის შშმ მშობელთა ორგანიზაციები საქართველოში
8 ქვეყნის შშმ მშობელთა ორგანიზაციები საქართველოში
2021-06-18

შშმ ბავშვების მშობელთა კოალიციამ საქართველოში 8 ქვეყნის მშობელთა ორგანიზაციას უმასპინძლა. რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. ონლაინ დისკუსიებში ჩართული იყვნენ საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინის, სერბეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და სომხეთის  წარმომადგენლები.


მშობლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კიდევ უფრო მეტად დასაცავად ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. პრეზენტაციების ფორმატში, წარმოდგენილი იყო შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათი მხარდამჭერი სერვისები, საჭიროებები და გამოწვევები.


ღონისძიებაზე განხილულ იქნა საქართველოში შშმ ბავშვთა წინაშე არსებული პრობლემები. საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლების უპირატესობას, მუნიციპალური და ადგილობრივი თვითმმართველობის როლს შშმ ბავშვთა მხარდაჭერის საქმეში. ღონისძიების მონაწილეება იმსჯელეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამებზეც.


თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში  შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში მშობლების როლზე, ასევე – რა დაბრკოლებებს ხვდებიან და რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკითხების აქტუალიზაციისთვის.


კონფერენციის ფარგლებში, მშობლების სამუშო ჯგუფებიც გაკეთდა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხები დაწვრილებით სწორედ ამ რეჟიმში განიხილეს.


შეხვედრა გაიმართა „კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ორგანიზებით. ონლაინღონისძიებას უძღვებოდა “ღია საზოგადოების ფონდის” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი ირმა ხაბაზი. ღონისძიებას მოდერირება გაუწია „კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციის ჩატარება სამომავლოდ კიდევ იგეგმება.