ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
დაუნის სინდრომის პირველი ცენტრი
დაუნის სინდრომის პირველი ცენტრი
2020-10-26

2020 წლის მარტის თვეში, ასოციაციის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას გადმოსცა ფართი, სადაც დაუნის სინდრომის პირველი ცენტრის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი.




ცენტრის შექმნის იდეა მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ახლა უკვე ასოციაციას მიეცა შესაძლებლობა ყველა განმავითარებელი პროგრამა, საინფორმაციო ცენტრი თუ სხვა ახალი იდეები საკუთარი ცენტრის ქვეშ გააერთიანოს.

 

დაუნის სინდრომის ცენტრი - ეს არის ადგილი, რომლის იდეაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლება და განვითარება, ოჯახების ინფორმირება და გაძლიერება, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, სპეციალისტების პროფესიულ ზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

დაუნის სინდრომის ასოციაციის ახალი მისამართია: სიმონ ჩიქოვანის #36