ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ინკლუზია საზღვრებს გარეშე - ახალგაზრდა ბლოგერების მინის სერიალი სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან და გერმანიიდან
ინკლუზია საზღვრებს გარეშე - ახალგაზრდა ბლოგერების მინის სერიალი სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან და გერმანიიდან
2023-06-27

ახალგაზრდა ბლოგერებმა სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან და გერმანიიდან ერთობლივად იმუშავეს ახალ მინი-სერიალზე "ინკლუზია საზღვრებს გარეშე". ვიდეოები მომზადდა Instagram-ის, Tik-Tok-ის, YouTube-ის და სხვა სოციალური ქსელებისთვის. პროექტის მონაწილეები არიან არა მხოლოდ სოციალური მედიის წარმომადგენლები, არამედ ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული არიან ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა. მსგავსი პროექტი რუს, პოლონელ, ბელარუს და გერმანელ მონაწილეებთან ერთად ჩატარდა 2022 წელს, მინი-სერიების პირველი სეზონი შეგიძლიათ ნახოთ TikTok-ზე: https://www.tiktok.com/@nobordersinclusion

 https://inclusionfilm.cenwm.org/nbi-2023

 

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირებულობას ინკლუზიის თემაზე, საზოგადოების მზადყოფნას, ადეკვატურად უპასუხონ ინტელექტუალური ან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ქსელურ ურთიერთთანამშრომლობას. 24 მონაწილემ ერთად უკვე გაიარა ონლაინ ტრენინგი კონცეფციისა და ვიდეო გადაღების საფუძვლების ერთობლივ შემუშავებაზე და ახლა პარალელურად იწყებენ გადაღებებს სომხეთში, ბელორუსში, საქართველოში, პოლონეთსა და გერმანიაში. ივლისში, მზა მასალა შეიკრიბება და გამოქვეყნდება Tik-Tok-სა და YouTube-ზე. სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად ქვეყნდება ცალკეული სერიები და სამუშაო მასალები.

 

პროექტის ორგანიზატორები არიან ბერლინში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია KuBiPro e.V., საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია და სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია "თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები". პროექტს ფინანსური მხარდამჭერები არიან ფონდი "Remembrance, Responsibility, and Future" (EVZ) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული (Auswärtiges Amt) პროგრამა "MEET UP Youth for Partnership".

 


საკონტაქტო პირი გერმანიაში:


ანა ლეონენკო


პროექტის ხელმძღვანელი

+49 160 955 220 09

Kultur- und Bildungsprojekte e.V.

info@kubipro.org


საკონტაქტო პირი სომხეთში:

  ანუშ ასლანიანი

   პროექტის კოორდინატორი

 +374 77 07-75-62 ereo.hihhngo@gmail.com



საკონტაქტო პირი ბელარუსში:


დმიტრი ბოგდანოვი


პროექტის კოორდინატორი


+375 29 765-80-84 bahdanau.dz@gmail.com


     საკონტაქტო პირი საქართველოში:


       ლია ტაბატაძე

 


          პროექტის კოორდინატორი

    +995 591974351 tabatadzelia@gmail.com