ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კამპანია #წინდამინდა  უკრაინელი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კამპანია #წინდამინდა უკრაინელი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
2022-03-28


დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასოციაციისა და სოციალური საწარმო ბაბალეს ინიციატივით ყოველწლიური კამპანიიდან #წინდამინდა, შემოსული თანხის ნაწილი - 8 040 ლარი, უკრაინის დაუნის სინდრომის ორგანიზაციას გადაერიცხა. კამპანიის დასაწყისში ჩვენმა ორგანიზაციამ უკრაინელ ხალხს 1 530 წინდა გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარების სახით. ჩვენი მომხმარებელების სურვილის მიხედვით კი დამატებით 585 წინდა გავგზავნეთ.






 

ჩვენს ასოციაციას აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინის დაუნის სინდრომის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ტანია მიხაილენკო გვიამბობს მათი საჭიროებებისა და ამჟამინდელი გამოწვევების შესახებ:


 „ბევრი ოჯახი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას მათ ცხოვრებაში ტრაგიკული ცვლილებების გამო. ზოგიერთი მათგანი იძულებული იყო ღამეები გაეტარებინა ბუნკერებში სხვა ადამიანებთან ერთად. ზოგიერთმა დაკარგა ნათესავები, მეგობრები და მეზობლები. ზოგიერთი უზარმაზარ სირთულეს განიცდიდა უსაფრთხო ადგილებში გადასვლის მცდელობის დროს. ზოგი გაიქცა უკრაინიდან და ახლა უსახლკაროდაა დარჩენილი, განცალკევებულია ოჯახის წევრებისგან, ცხოვრობს დროებით საცხოვრებლებში და მათი მომავალი გაურკვეველია.

უკრაინის დაუნის სინდრომის ორგანიზაციამ დაიწყო ოჯახების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რადგან ბევრი მათგანი ცხოვრობს საკვების, წყლისა და პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე, ან გადავიდა უსაფრთხო ადგილებში ერთი ჩემოდანი პირადი ნივთებით. მათი უმეტესობა ამჟამად ვერ მუშაობს“

 

 

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინაში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პირებს. ბავშვებს, რომელთა ფსიქიკაზე განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ომის მდგომარეობა, უწევთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალ გარემოში ადაპტირება და ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი შიშების დაძლევა.


 

2022 წელს მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს

#ინკლუზიანიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.


 

 

განსაკუთრებული მადლობა კამპანიაში ჩართულ ყველა კომპანიას, ღვთისმშობლის ხარების ტაძრის სამრევლოს და ყველა ფიზიკურ პირს, ქართველი და უკრაინელი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის.



ჩვენი კამპანიის ფარგლებში კვლავ ვაგრძელებთ რესურსების მობილიზებას უკრაინელი ხალხისთვის.