Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
მირანდა ძიძიგური
მირანდა ძიძიგური
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი

მე მირანდა ძიძიგური ვარ. დავიბადე 1973 წლის 19 ივლისს. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო კურსი. ასევე დავეუფლე ფოტოგრაფიას.

მყავს მეუღლე და სამი შვილი. მათგან ერთ-ერთი 47 ქრომოსომით დაიბადა.

ჩემი ცხოვრება და დღევანდელი საქმიანობა განსაზღვრა გზამ, რომელიც გავიარე 46-დან 47-ე ქრომოსომამდე. ამ გზაზე შეძენილმა  გამოცდილებამ გამზარდა  და შემძინა ის ხედვა, რომელიც ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. გასაკვირია, როგორ შეიძლებოდა ქრომოსომის ერთ ერთეულს, გამოეწვია აღქმისა და განცდის ასეთი გაფართოება. 

დღეს ჩემი ინტერესი გასცდა თუნდაც ისეთ კონკრეტულ ღირებულებას, როგორიც შვილია და მიიღო უფრო განზოგადებული ხასიათი.

საბედნიეროდ, ამ მოცემულობის გამო ვმუშაობ ჩვენი, მშობლების მიერ შექმნილ სოციალურ საწარმო „ბაბალეში”. ვარ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თანადამფუძნებელი და თანამოაზრეთა გუნდის წევრი.