საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი
მე ვარ თამარ მარგიშვილი. დავიბადე 1967 წლის 22 დეკემბერს. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. მყავს სამი შვილი. უმცროს ბიჭს დაუნის სინდრომი აქვს. 2006 წელს მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად დავაფუძნეთ “დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი - ჩვენი ბავშვები’’. ვმუშაობდი “საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში”, რომელიც ადრეული განვითარების პროგრამას ახორციელებს .
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ,,ჩვენი ბავშვებია’’, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ.