Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ალექსანდრე და ბარბარე
ალექსანდრე და ბარბარე
2021-02-10

"ალექსო რომ გავიცანი თუ არ ვცდები ფსიქოლოგიის დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, გავხდი მისი ასისტენტი და თამამად შემიძლია ვთქვა პირველივე დღიდან დავიწყეთ მეგობრობა" - ადრეული ჩარევის სპეციალისტი, ბარბარე მთიბელაშვილი

ბარბარე სპეციალური განათლების სამაგისტრო კურსზე სწავლობს, საკუთარი სპეციალობით საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში მუშაობს. პროგრამა 7+-ის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული 7-დან 18 წლამდე მოზარდების განათლებისა და განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში

"სკოლაში ვაკითხავდი ხოლმე და ერთხელ მის კლასთან რომ ავედი ვხედავ შუა გაკვეთილიდან როგორ გამოდის ალექსანდრე, დამინახა თუ არა მაშინვე შეტრიალდა და კერები მიიხურა.. ვინერვიულე, ჩემი შეეშინდა და მაგიტომ მოიქცა ასე თქო, მაგრამ მივხვდი, რომ უბრალოდ არ უნდოდა ნაწყენი ვყოფილიყავი მისი საქციელის გამო.

ახლა კი "7+", და კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი ერთად თანამშრომლობის. ალექსოს უამრავი ბიზნეს გეგმა აქვს და მიჭირს პროგნოზირება საბოლოოდ რომელ გზას აირჩევს, თუმცა ვიცი რომ საოცარი მომავალი ელის წინ. ჩემი სურვილია ვიყო მისი წარმატების თანამონაწილე და დავეხმარო მიზნებისკენ სვლაში

როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე ყოველთვის მეუბნება - ბარბარე, იცი რა ლამაზი ხარ?! , თავისი კომპლიმენტებით და ჯადოსნური სიყვარულით ყოველთვის ახერხებს ჩემს კარგად ყოფნას"

პროგრამის ფარგლებში 12 მოზარდი გადამზადდება, ჩვენ კი სიამოვნებით გაგაცნობთ ყველას

პროექტის მხარდამჭერია ევროპის ფონდი