Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
დაუნის სინდრომის მსოფლიო კონგრესი 2021
დაუნის სინდრომის მსოფლიო კონგრესი 2021
2021-11-18

დაუნის სინდრომის მსოფლიო კონგრესი (WDSC) 2021, 18 - 20 ნოემბერს დუბაიში იმართება.  


WDSC არის გლობალური ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია Down Syndrome International-ის (DSi) მიერ და მასპინძლობს DSi ეროვნულ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას.


2021 წელს კონგრესი პირველი  ღონისძიებაა, რომელიც ტარდება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. WDSC 2021 ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასპინძლობს 1 500 დელეგატს, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, მათ ოჯახებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და მკვლევარებს დაუნის სინდრომის სფეროში.


კონგრესზე განიხილება ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ამასთანავე განსაკუთრებით საინტერესო თემები იქნება ჯანმრთელობა, განათლება, დასაქმება და ფიზიკური აქტივობა. აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საკითხებზე (გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) შესაბამისად), როგორიცაა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, იურიდიული აღიარება, სოციალური და კულტურული ჩართულობა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება. 


საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, როგორც Down Syndrome International-ის წევრი, მონაწილეობას იღებს დაუნის სინდრომის მსოფლიო კონგრესში. ასოციაციას წარადგენს ნინო კალანდია, ასოციაციის წევრი და 8 წლის ანას დედა.


ნინო კონგრესზე ისაუბრებს ასოციაციის დაფუძნებიდან დღემდე მიმდინარე გამოწვევებზე,  პრობლემებზე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხზე. პროგრამა "7 პლუსზე", რომელიც მეორე წელია ასოციაციის ინიციატივით საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და 7-დან 18  წლამდე მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება. აგრეთვე,  სოციალურ მეწარმეობასა და საქველმოქმედო პროექტებზე.