Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
პროგრამა 7+
პროგრამა 7+
2020-10-22

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ ევროპის ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტი „7+“ წარადგინა, რომელიც გულისხმობს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ხელშემწყობი მეთოდოლოგიური მიდგომების დანერგვას საქართველოში.


საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ერთ–ერთ ყველაზე მეტად  სტიგმატიზირებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჯგუფი იმდენად სტიგმატიზირებულია, რომ დღემდე გარშემომყოფები მშობლებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ინსტიტუციაში დატოვებას ურჩევენ, დაუნის სინდრომის მქონე პირები ვერ იღებენ სრულყოფილ მომსახურებას სხვადასხვა სფეროში (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი). არსებული ვითარების გამო დაბალია მათი თვითშეფასება, ისინი ვეღარ ახერხებენ იყვნენ რეალიზებულნი, რადგან განვითარების შესაბამის საფეხურებზე დროულად ვერ ახერხებენ საჭირო უნარების შეძენა/გაუმჯობესებას.


საქართველოში არსებობს სახელმწიფო პროგრამები 0-7 წლამდე ბავშებისთვის, ხოლო მოზარდები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. არსებობს მხოლოდ საჯარო სკოლის საფუძველზე შექმნილი მეთოდოლოგია, რომელიც საერთოა ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდისთვის, შესაბამისად დამატებითი აქტივობების გარეშე ისინი ვერ ახერხებენ საჭირო უნარების გამომუშავებას სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.


სწორედ აღნიშნული მდგომარეობების გათვალისწინებით შეიქმნა პროგრამა „7+“, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების (7 წლიდან 18 წლამდე) განვითარებას, განათლებასა და საზოგადოებაში ღირსეულ, თანასწორუფლებიან წევრად დამკვირდებას. პროექტის მეთოდოლოგია შემუშავებულია  თანამედროვე მიდგომების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.


ამჟამად, პროექტი მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში და ხდება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებაც. პროექტი მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სწავლებას.


პროგრამა ოფიციალურად აღიარებულია სხვადასხვა პროფესიული და მიზნობრივი უწყებების მიერ (განათლების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, შშმ პირთა ორგანიზაციები და კოალიციები)

მიმდინარეობს პროგრამის ადვოკატირება სახელმწიფო მომსახურებად დამკვიდრებისთვის