Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადება შშმ პირის ცემის ფაქტთან დაკავშირებით
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადება შშმ პირის ცემის ფაქტთან დაკავშირებით
2022-01-25
პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის სრული გაუმართაობა. პოლიციელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი დაცვა, თვითონ მოქმედებს როგორც დამნაშავე. პოლიციელების (არა მხოლოდ ერთი პოლიციელის, ვინც უშუალოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მოზარდს, არამედ მათიც, ვინც იქ იმყოფებოდა და არ აღკვეთა ეს სამართალდარღვევა) დასჯა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში, აღადგენს არა მხოლოდ დაზარალებული მოზარდის ღირსებას, არამედ გააჩენს პრეცენდენტს, რომ დანაშაული კანონით ისჯება. გარდა ამისა, აუცილებელია საქმეში ჩაერთოს უშუალოდ შსს მინისტრი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულ მოზარდს და მის ოჯახს. 


პოლიციელი საზოაგადოებისთვის არ უნდა ასოცირდებოდეს მოძალადესთან. მიუხედავად პოლიციელთა და შსს-ს თანამშრომელთა არაერთხელ გადამზადებისა, მუდმივად ვაწყდებით სამართალდამცავების მხრიდან უფლება-მოვალეობის  გადაჭარბებას, დანაშაულებრივ ქმედებებს და ძალადობას. სისტემური ცვილებების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. პრობლემის მოგვარება კი დამნაშავეებისთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრით უნდა დაიწყოს. ყველამ და პირველ რიგში ამ უწყების ხელმნძღვანელობამ და ხელისუფლებამ უნდა გაიაზრონ, რომ დაუსჯელობის სინდრომი დამღუპველია სახელმწიფოსთვის. ასეთ ქვეყანაში ვერასდროს იქნება დაცული ადამიანის უფლებები და ღირსება. 


საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია ეხმაურება აღნიშნულ ფაქტს და პროტესტს გამოთქვამს იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ დანაშაულია.