ბაბალეს წინდების შეძენა დღეიდან amazon.uk-ის საშუალებით
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი.
პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის
დაძლევის მიზნით და საწარმოს ძველი სამუშაო რიტმის დაბრუნებამდე ბაბალემ მიზნად
დაისახა, საკუთარი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა.
აღნიშნული მიზნის განხორციელება კი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით
მოხდა.
ბაბალეს წინდა 2019 წელს საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს ბანკმა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის
ფარგლებში პროექტის განხორციელება 50 000 ლარით დააფინანსა. წინდების დიზაინი
ინსპირირებულია ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის
მქონე მოზარდების ნახატების.
ბაბალეს 11 უნიკალური დიზიანის წინდა აქვს, ხოლო amazon-ისთვის დამატებით შეიმუშავა წინდების 5 ახალი დიზაინი, მოამზადა პროდუქტის პერსონალური შეფუთვა, სადაც გამოხატულია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და მოკლე ისტორია ავტორის შესახებ.
წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხა დაუნის
სინდრომის მქონე ადამიანების განმავითარებელი პროგრამების, განათლებისა და
დასაქმების ხელშეწყობას ხმარდება.
ბაბალე „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 2020-2023 წლების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა - „კოვიდ (COVID-19) პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით“ პროექტის ფარგლებში, რის შედეგადაც ორგანიზაციას amazon-ზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობა მოეცა.
ბრიტანულ ამაზონზე პროდუქტის
განთავსება კი, კომპანია Beechwood
Trading-ს ხელშეწყობით
განხორციელდა.