21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, 19 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება რიგით მე-5-ე კონფერენცია, სადაც განიხილება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხები თუ პრობლემები
ასოციაციის წევრ მომხსენებლებთან ერთად, კონფერენციაზე ჩაგვერთვებიან დაუნის სინდრომის საერთაშორისო ასოციაციის წევრები და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას
2021 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ
პანდემიის პირობებში ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი მოგვცა იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის კავშირი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან.
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სწორედ ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს მომავალი წარმატებისთვის, განათლებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
კონფერენციაზე დასასწრებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd4KTonplE5gYpdzh-1FzZfnJaje8sUzRzc_82zC3s21G2Jow/viewform
კონფერენციის ხანგრძლივობა: 2 საათი